Wednesday, July 20, 2016

მე-9 დღის რეფლექსია

      დასრულდა ჩვენი ტრენინგი-მძიმე მაგრამ ნაყოფიერი. უკან დარჩა  მომქანცველი დღეები.სკოლებს დავუბრუნდებით ახალი ცოდნით აღჭურვილები და განვახორციელებთ საინტერესო პროექტებს ჩვენს მოსწავლეებთან.
      ტრენინგის ბოლო დღე მიეძღვნა პორტფოლიოს პრეზენტაციას. მოხდა აზრთა გაზიარება, მივიღეთ საჭირო რეკომენდაციები. ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.
      მადლობა ტრენერს დაუღალავი შრომისთვის!

Sunday, July 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

   თითქმის ფინიშის ხაზთან ვართ.მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები. თავი მოვუყარეთ განვლილი დღების ნამუშევრებს და განვათავსეთ ბლოგზე.ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ,გავეცანით ნიმუშებს და მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი.დამღლელი,მაგრამ ნაყოფიერი დღე იყო.

Saturday, July 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

    კიდევ ერთი მძიმე მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი დღე დასრულდა.დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.განვიხილეთ რამოდენიმე ნამუშევარი და მივიღეთ ტრენერისგან საჭირო რეკომენდაციები.შემდეგ ავტვირთეთ გუგლ-დრაივში.ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკებზე. მივიღეთ საშინაო დავალება.თანდათან ვუახლოვდებით ფინიშს.

Friday, July 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

     დღევანდელი დღე,როგორც ყოველთვის, ძალიან დატვირთული იყო სამუშაო დღე დაიწყო საშინაო დავალების მიმოხილვით. მივიღეთ ტრენერისგან საჭირო რეკომენდაციები. ვიმუშავეთ მესამე მოდულზე,შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა საავტორო უფლებების დაცვა.მოვიძიეთ პროექტისთვის გამოსაყენებელი რესურსები. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა,რასაც სახლში დავასრულებთ. 

Monday, July 11, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

     ტრენინგი გადამწყვეტ ფაზაში შედის.დავალებები თანდათან რთულდება, თუმცა ჩვენი დაუღალავი და მუდამ ენერგიული ტრენერის დახმარებით ვცდილობთ დავძლიოთ.მეხუთე დღე დაიწყო, როგორც ყოველთვის,საშინაო დავალების განხილვით.მოვისმინეთ კონსტრუქციული რეკომენდაციები როგორც ტრენერისგან, ისე კოლეგებისგან.ახლა უკვე კარგად ვიცი, როგორ შევიმუშაო მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები.ამ დღეს  ასევე ვიმუშავეთ პროექტის შეფასების სტრატეგიებზე, გავეცანით ხუთივე კატეგორიას.პროექტის გეგმის შაბლონი განვათავსეთ გუგლ-დრაივზე,რათა უფრო  გაგვიადვილდეს მასზე მუშაობა. დასასრულს ისევ მივიღეთ მომდევნო დღის დავალება.

Saturday, July 9, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

     დღევანდელი დღე დაიწყო საშინაო დავალებების მიმოხილვით. მივიღეთ როგორც ტრენერის ასევე კოლეგის უკუკავშირი,რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო.ვიმუშავეთ მე-2 მოდულის აქტივობაზე-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.გავეცანით სახელმძღვანელოში ნიმუშებს.
      ტრენინგი ძალას იკრებს. მე კი ვცდილობ ფეხი ავუწყო...

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა;



როგორ ადამიანი შეძლება იყოს ერის მამა?


თემატური კითხვები;

1.  რა ვითარება იყო ქართლში მე-18 ს-ის დასაწყისში?



2 .რით იყო მნიშვნელოვანი ს.ს.ორბელიანის ვიზიტი ევროპაში?

3.რატომ ვერ მიიღო საქართველომ ევროპიდან დახმარება?



შინაარსობლივი კითხვები:.

1.რომელი მეფის დავალებით გაემგზავრა ს.ს. ორბელიანი ევროპაში?

2.რომელ წლებში იმოგზაურა სულხან -საბამ ევროპაში?

3.ვინ მეფობდა მე-18-ს-ში საფრანგეთში?
4.რომელმა რომის პაპმა მოუწყო დახვედრა ქართველ დესპანს?.








;

Friday, July 8, 2016

მესამე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე ნასწავლი. განვიხილეთ საშინაო დავალებები და მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი.ვიმუშავეთ მე-2 მოდულის პირველ აქტივობაზე. ვისწავლეთ,როგორ შევქმნათ ბროშურები...მივიღეთ მომდევნო  დღის დავალება. ძალიან დატვირთული დღე იყო.

სასწავლო პროექტის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ :
1     .ს.ს. ორბელიანის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის,ცხოვრების სიღრმისეულად გაცნობის მიზნით, მოსწავლეები მოიძიებენ და დაამუშავებენ ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებში არსებულ ინფორმაციებს.

2.        იმსჯელებენ მე-18ს-ის საქართველოს ისტორიული ვითარებისა და პროგრესულად მოაზროვნე მოღვაწეების,ევროპული არჩევანის შესახებ.ამის გათვალისწინებით კავშირს დაამყარებენ თანამედროვეობასთან.

3.       განიმტკიცებენ ცოდნას და გაიღრმავებენ წარმოდგენას სულხან-საბა ორბელიანის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, მსოფლმხედველობისა და ზნეობრივი ღირებულებების შესახებ.
4.      იმსჯელებენ და გამოიტანენ დასკვნას, რით იყო ნაკარნახევი მისი გადაწყვეტილება კათოლიკობის მიღებასთან დაკავშირებით.
5.       შეაფასებენ სულხან-საბა ორბელიანის როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ნამუშევარს წარმოადგენენ რეფერატის სახით და განათავსებენ ინტერნეტსივრცეში, 

Sunday, July 3, 2016

მეორე დღის რეფლექსია

 მართლაც საინტერესო  და ნაყოფიერი დღე იყო.სახალისოდ წარიმართა იდეების გენერაცია.მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები და ტრენერის უკუკავშირი.შემდგომ პროექტის იდეა განვათავსეთ ბლოგზე.მივიღეთ საშინაო დავალებაც, რომელსაც  მორიგ შეხვედრაზე წარმოვადგენთ.

პროექტის იდეა

ტანძიიდან ვერსალის სასახლემდე
მე-17 ს-ის დასასრული და მე -18 ს-ის დასაწყისი ურთულესი ხანაა საქართველოს ისტორიაში.გარეშე მტერთა შემოსევებისა და შინააშლილობის შედეგად ქვეყანა სულს ღაფავდა.იმედის თვალი ევროპისკენ იყო მიმართული.ვახტანგ მე-6-ის დავალებით სულხან-საბა ორბელიანი საიდუმლოდ გაემგზავრა ევროპაში იმ იმედით,რომ იქნებ ისინი დახმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ქვეყანას.მოგზაურობის შთაბეჭდილებები წიგნად აკინძა და უწოდა"მოგზაურობა ევროპაში".
პროექტის ფარგლებშ მოსწავლეები მოიძიებენ ისტორიულ წყაროებს,ამის საფუძველზე მიმოიხილავენ ეპოქას. იმსჯელებენ,რით იყო ნაკარნახევი სულხან-საბას გადაწყვეტილება კათოლიკობის მიღებისა და ევროპაში მისიის შესახებ.შეაფასებენ ნაწარმოებს,როგორც პირველ ქართულ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშს,ასევე სულხან-საბა ორბელიანის,როგორც უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის,როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მოსწავლეები კავშირს დაამყარებენ თანამედროვეობასთან.