Sunday, July 3, 2016

პროექტის იდეა

ტანძიიდან ვერსალის სასახლემდე
მე-17 ს-ის დასასრული და მე -18 ს-ის დასაწყისი ურთულესი ხანაა საქართველოს ისტორიაში.გარეშე მტერთა შემოსევებისა და შინააშლილობის შედეგად ქვეყანა სულს ღაფავდა.იმედის თვალი ევროპისკენ იყო მიმართული.ვახტანგ მე-6-ის დავალებით სულხან-საბა ორბელიანი საიდუმლოდ გაემგზავრა ევროპაში იმ იმედით,რომ იქნებ ისინი დახმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ქვეყანას.მოგზაურობის შთაბეჭდილებები წიგნად აკინძა და უწოდა"მოგზაურობა ევროპაში".
პროექტის ფარგლებშ მოსწავლეები მოიძიებენ ისტორიულ წყაროებს,ამის საფუძველზე მიმოიხილავენ ეპოქას. იმსჯელებენ,რით იყო ნაკარნახევი სულხან-საბას გადაწყვეტილება კათოლიკობის მიღებისა და ევროპაში მისიის შესახებ.შეაფასებენ ნაწარმოებს,როგორც პირველ ქართულ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშს,ასევე სულხან-საბა ორბელიანის,როგორც უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის,როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მოსწავლეები კავშირს დაამყარებენ თანამედროვეობასთან.

3 comments:

  1. ძალიან მომეწონა თქვენი იდეა , ნამდვილად აქტუალური დღეს, როცა ასე მივისწრაფით ევროკავშირისკენ, ისტორიის გადახედვა კიდევ ერთხელ დააფიქრებს მომავალ თაობას ,რისი გაკეთება შეუძლია ევროპას ჩვენთვის, კარგია თუ პარალელს გაავლებთ 2008 წლის აგვისტოს ომთან, სადაც კარგად ჩანს ,თუ რა როლი ითამაშა ევროპამ ომის შესაჩერებლად.

    ReplyDelete
  2. ქალბატონო მაია, უღრმესი მადლობა სასიამოვნო ბამოხმაურებისთვის.თქვენი რეკომენდაციაც ძალიან წამადგება.გისურვებთ წარმატებას საქმიანობაში.

    ReplyDelete
  3. ქალბატონო მაია, უღრმესი მადლობა სასიამოვნო ბამოხმაურებისთვის.თქვენი რეკომენდაციაც ძალიან წამადგება.გისურვებთ წარმატებას საქმიანობაში.

    ReplyDelete